ღამე იყო და სიჩუმეს ხმა არღვევდა ქარის
ქარი ქმნიდა მელოდიას და ხმაური კარის
ამ საოცარ მელოდიას უმატებდა ბგერას
მგონი ვიღაც სხვაც უსმენდა ქარის ამ სიმღერას
მთვარის შუქზე თითქოს ქარი ფოთლებს აცეკვებდა
და ნაღვლიან მოგონებებს თითქოს ღამე კვებდა
მართლაც მთვარე იყო თითქოს საოცარი რამე
ადრეც ვნახე გამახსენდა , მე ასეთი ღამე