ეს ლექსები

დაიმუხტე დადებითად ეს ლექსებით

Enlarge

რაღაც ცოტა აგვიგრილდა
მოდის მგონი შემოდგომა
მერე ზამთარი მოვა და
არ გინდა დილით ადგომა?

#ბუნება

Enlarge

მე შემოდგომა მიყვარს სოფელში
სადაც იგრძნობა სოფლის სურნელი
სადაც ოცნების ტკბილ სამყოფელში
შენ ძველი ხალხის ნახვას სულ ელი

სადაც იღვიძებს თვალწინ წარსული
და მონატრება ხშირად გულს გიკლავს
სადაც ბაბუის ,ბებიის სული
კვლავ გეფერება და გულში გიკრავს

#ბუნება

Enlarge

ღამე იყო და სიჩუმეს ხმა არღვევდა ქარის
ქარი ქმნიდა მელოდიას და ხმაური კარის
ამ საოცარ მელოდიას უმატებდა ბგერას
მგონი ვიღაც სხვაც უსმენდა ქარის ამ სიმღერას

მთვარის შუქზე თითქოს ქარი ფოთლებს აცეკვებდა
და ნაღვლიან მოგონებებს თითქოს ღამე კვებდა
მართლაც მთვარე იყო თითქოს საოცარი რამე
ადრეც ვნახე გამახსენდა , მე ასეთი ღამე

#ბუნება

Enlarge

ისევ წვიმდა , იგრძნობოდა საოცარი სევდა

და ამ სევდას წვიმის ნაზი მელოდია სდევდა

და გარშემო ყველაფერი იყო რაღაც ბნელი

ჰაერში კი იყო წვიმის საამო სურნელი

შემოდგომაც მიილია და ზამთარი მოვა

და წვიმასთან ერთად ალბათ დაიწყება თოვა

და იქნება კვლავ დღეები მდუმარე და ცივი

შემდეგ ისევ გაანათებს ცისკარზე მზის სხივი

#ბუნება

Enlarge

სადაც კარგი ფონია
იქმნება სიმფონია

#ბუნება

Enlarge

რომ ვიყავი სოფლად
იქ საოცრად წვიმდა
დაიღვარა ოფლად
მზემ რომ ცა გაწმინდა
მოდიოდა ციდან
მზის ნათელი სხივი
კვლავ საოცრად წვიმდა
და დღე იყო ცივი

#ბუნება

Enlarge

სჯობს დავიცვათ მდინარე
მთიდან გამომდინარე

#ბუნება

Enlarge

გარეთ გასვლა არ მინდება
აურიეს ამინდებმა

#ბუნება

Chat on Discord